21 წლის კანადელის პირველი ტიტული - ალიასიმმა როტერდამში ციციპასი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 თებერვალს, როტერდამის 500-ქულიანი ტურნირის ფინალში, კანადელმა ოჟე ალიასიმმა (9) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (4) უშანსოდ, 6:4 6:2 დაამარცხა.

პირველი სეტი 21 წლის სპორტსმენმა პირველსავე გეიმში შესრულებული ბრეიკით მოიგო, მეორე სეტში კი ბერძენმა საკუთარი ჩაწოდება 2-ჯერ დათმო და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

"საოცარი დღე იყო, პირველი ტიტულის მოგება, თანაც აქ... რამდენიმე წლის წინ ATP თასის ძირითად ბადეში პირველად სწორედ როტერდამში ვიასპარეზე. ვფიქრობ, სწორია, რომ პირველი ტიტულიც აქ მოვიგე. მადლობას გიხდით განსაკუთრებული კვირისთვის. ეს ყველაფერი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ჩემს კარიერაში ყველაზე ბედნიერი
დღეა. ვიმედოვნებ, მომავალში ასეთი მრავალი იქნება" - განაცხადა კანადელმა მატჩისშემდგომ ინტერვიუში.

რა თქმა უნდა, კომენტარი სტეფანოსმაც გააკეთა და ახალგაზრდა ჩოგბურთელს გამარჯვება მიულოცა:

"მინდა ფელიქს დიდი გამარჯვება მივულოცო. პირველი ტიტული შენთვის და შენი გუნდისთვის განსაკუთრებულია. ვიმედოვნებ, რომ დიდი ტურნირების მოგებას განაგრძობ".

ოჟემ როტერდამის ტურნირის მოგებით 500 ქულა და 109 565 ევრო გამოიმუშავა, ციციპასმა კი - 300 ქულა და 81 290.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული