ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენებური დოჰას ტურნირზე ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთადაა შეამხანაგებული, მათმა წყვილმა კი ფინელი ემილ რუუსავარისა და შვედი ელიას იმერის დუეტს ორ სეტში უშანსოდ - 6:1, 7:5 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ნიკამ მიმდინარე სეზონში (როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში) პირველი გამარჯვება იზეიმა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნიკოლოზი გასულ სეზონში ერთეულებში დოჰას ტურნირის ჩემპიონია.

ის წელს განთესილთა შორისაა და 1/8-ფინალში მეტოქეს ელის, რომელსაც ლორენცო მუსეტისა და ზემოთ ნახსენები ელიას იმერის დაპირისპირება გაარკვევს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
…ყოჩაღ ნიკა!!! ფოკინა კარგი მეწყვილეა!!! თან დაამარცხეს წყვილი, სადაც ნიკას პოტენციური მოწინააღდეგე თამაშობდა, ელიას იმერი!!! ხცალ ხვდებიან მუზეტი და იმერი!!! ეს ძმები იმერები , ბოლო დროს კარგ ჩოგბურთს თამაშობენ!!! წარმატება ჩვენს საყვარელ ნიკას!!!
პ.ს.ნიკა ცუდმა ხალხმა ხომ გაგაბრაზეს და გახდი დროებით ჯოტია ცაავა ,გათხოვთ შენი ნაღდი გულშემატკივარი, მეექვსე ატპ -თი გაეცი პასუხი!!!
დათო
09:54 15-02-2022
2
ნიკა! ჩვენო საყვარელო და სასახელო სპორცმენო! იცოდე შენსს მხარეზეა უზარმაზარი გულშემატკივართა არმია, რომელსაც უყვარხარ და გვეამაყები! ნიკა, შენზე "ავად მოსურნეებმა", რაც არ უნდა დაწერონ, ვინ სულელი დაუჯერებს მაგათ? როგორც იტყვიან, უსაქმურებს რა გამოლევს? შენ შენი საქმე აკეთე და მაგათ კი, ყურადღება არ მიაქციო, შენი ფრჩხილის ღირსნიც არ არიან!
თბილისელი გულშემატკივარი!
22:32 15-02-2022
1

სიახლეები პოპულარული