მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ჩვენებური დოჰას ტურნირზე ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთადაა შეამხანაგებული, მათმა წყვილმა კი ფინელი ემილ რუუსავარისა და შვედი ელიას იმერის დუეტს ორ სეტში უშანსოდ - 6:1, 7:5 სძლია.
აღსანიშნავია, რომ ნიკამ მიმდინარე სეზონში (როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში) პირველი გამარჯვება იზეიმა.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ნიკოლოზი გასულ სეზონში ერთეულებში დოჰას ტურნირის ჩემპიონია.
ის წელს განთესილთა შორისაა და 1/8-ფინალში მეტოქეს ელის, რომელსაც ლორენცო მუსეტისა და ზემოთ ნახსენები ელიას იმერის დაპირისპირება გაარკვევს.