ბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) დოჰაში, ყატარის ღია პირველობაზე, ტიტულის დაცვა წარმატებით დაიწყო.

მესამე ნომრად განთესილი ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი შვედ ელიას იმერს (138) ორ საათსა და 3 წუთში 6:4, 7:5 სძლია.

საქართველოს პირველმა ჩოგანმა წელს ზედიზედ ექვსი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ნიკოლოზი მეოთხედფინალში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს (36) დაუპირისპირდება, რომელმაც სამხრეთკორეელი კვონ სუნ-ვუ (55) სამ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი ფუჩოვიჩს ATP-ის ტურნირებზე 7-ჯერ შეხვდა და 3-ჯერ დაამარცხა.

შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე ბასილაშვილი ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად წყვილთა თანრიგში
გავიდა
1/4-ფინალში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნიკა ძმაო გილოცავთ! მტრების ჯინაზე, ეგ ერთი და სხვა მრავალი.
თაზო.
22:07 16-02-2022
3
წარმატებები ნიკა! ტიტულის დაცვას გისურვებ! გაგვახარე ყველა!
დათო
22:06 16-02-2022
1

სიახლეები პოპულარული