რა თამაში, რა ბრძოლა! - ბასილაშვილი ნახევარფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (22) უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი (36) 1:6, 6:3, 7:5 დაამარცხა.

ეს დაძაბული მატჩი 2 საათი და 15 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი შვედ ელიას იმერს (138) ორ სეტში სძლია.

შეგახსენებთ, ნიკოლოზი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია და ნახევარფინალში ფრანგ არტურ რინდერკნეხს (61) შეხვდება, რომელმაც პირველ ნომრად განთესილი კანადელი დენის შაპოვალოვი (12) სამ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილი ტურნირზე ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან ერთად წყვილთა თანრიგში 1/4-ფინალში დამარცხდა.

altბასილაშვილი ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკა! ქართველ გოგონებს, ძალიან მოგვწონხარ! წარმატებები ყველგან და ყველაფერში!
ეკა,, შენი ფანი.
16:20 18-02-2022
0
ვგულშემატკივრობთ, ნიკა!
მერაბი
09:28 18-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული