სამწუხაროდ, ბასილაშვილი ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას 250 ქულიანი ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (16) დაუპირისპირდა და 3:6 4:6 დამარცხდა..

ორივე სეტში ქართველი ჩოგბურთელი წინ ბრეიკით გავიდა, თუმცა სეტის დასკვნით ნაწილში 2-2-ჯერ დაბრეიკდა და პრესტიჟული ტიტულის დაცვაც ვერ მოახერხა.

ამრიგად, 33 წლის ესპანელმა 2019 წლის შემდეგ კარიერის მორიგი ტიტული მოიგო.

მატჩის შემდგომ ინტერვიუში ბაუტისტამ მატჩი შეაფასა:

"დიდი ხანია ტურნირი არ მომიგია (2019 წლის შემდეგ), ბავშვობაში ყოველთვის ვვოცნებობდი, რომ ტიტული მომეგო და აქ ორჯერ შევძელი, ძალიან ბედნიერი ვარ. მძიმე შეხვედრა იყო, მთავარია, რომ
დოჰას ტურნირი კიდევ ერთხელ მოვიგე".

დაჯილდოებაზე ესპანელს ნიკოლოზმაც მიულოცა:

"ვულოცავ რობერტოს, საბოლოო ჯამში ტურნირი შემიძლია პოზიტიურად შევაფასო, ვულოცავ მის ლამაზ ოჯახს ამ გამარჯვებას, მადლობა ჩემს გუნდს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერები ხართ, მადლობა სპონსორებს, დიდი მადლობა დამსწრე აუდიტორიოას, ძალიან კარგი გარემოა და მიყვარს აქ ჩამოსვლა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს დავბრუნდები".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბაია პატარაიამ და ნინო ლომჯარიამ აკრძალა ფინალის ჩვენება
გიგი
19 თებერვალი 2022 21:14
12
ჩვენი ტელევიზია ალბათ საქმის კურსში არ არის თუ რამდენი ემიგრანტი ცხოვრბს საზღვარგარეთ, ყველა თამაშს ბლოკავენ სატელიტზე. გვითხრან რამდენია გადასახადი და გადავიხდით . არა და მთავრობას მოსთხოვონ დანამატი, ბლოკავენ ყველა თამაშს . ეხლა რუსებს ვეთამაშებით რაგბის , ოხრათ მრჩება სატელიტი ანტენა, ეგენი მაინც და ბლოკავენ . ნამუსი არა აქვთ , მილონზე მეტი ქართველი ქომაგი ფეხზე კიდიათ. რო კითხო დიდი პატრიოტები არიან . ფულის მონები !!!
გიორგი ვარშავიდან
19 თებერვალი 2022 21:00
2
მრავლობითში რატომ საუბრობთ? იქნებ მე არ მინდა გადახდა.
kaxa
20 თებერვალი 2022 08:50
0
რატომ ნერვიულობთ? Livesport.ge ზე უყურეთ. თითქმის ყველა სპორტის, ყველა თამაშის ყურება შეიძლება. არ დაბლოკოთ
David
19 თებერვალი 2022 23:18
0
არა უშავს ნიკა! გული არ გაიტეხო, შენ შენს გულშემატკივრების თვალში, ყოველთვის გამარჯვებული ხარ და იქნები!
თემო
19 თებერვალი 2022 21:00
5
ეს ქართველებს რასაც გვიშვება უკვე ბაიასი მჯერავს…
მ.მ
19 თებერვალი 2022 20:42
22
დამპალი ტელევიზია.ფინალის ჩვენება არ შეიძლებოდა?
თამაზი
19 თებერვალი 2022 20:34
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული