სამწუხაროდ, ბასილაშვილი ფინალში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას 250 ქულიანი ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (22) ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს (16) დაუპირისპირდა და 3:6 4:6 დამარცხდა..

ორივე სეტში ქართველი ჩოგბურთელი წინ ბრეიკით გავიდა, თუმცა სეტის დასკვნით ნაწილში 2-2-ჯერ დაბრეიკდა და პრესტიჟული ტიტულის დაცვაც ვერ მოახერხა.

ამრიგად, 33 წლის ესპანელმა 2019 წლის შემდეგ კარიერის მორიგი ტიტული მოიგო.

მატჩის შემდგომ ინტერვიუში ბაუტისტამ მატჩი შეაფასა:

"დიდი ხანია ტურნირი არ მომიგია (2019 წლის შემდეგ), ბავშვობაში ყოველთვის ვვოცნებობდი, რომ ტიტული მომეგო და აქ ორჯერ შევძელი, ძალიან ბედნიერი ვარ. მძიმე შეხვედრა იყო, მთავარია, რომ
დოჰას ტურნირი კიდევ ერთხელ მოვიგე".

დაჯილდოებაზე ესპანელს ნიკოლოზმაც მიულოცა:

"ვულოცავ რობერტოს, საბოლოო ჯამში ტურნირი შემიძლია პოზიტიურად შევაფასო, ვულოცავ მის ლამაზ ოჯახს ამ გამარჯვებას, მადლობა ჩემს გუნდს, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მხარდამჭერები ხართ, მადლობა სპონსორებს, დიდი მადლობა დამსწრე აუდიტორიოას, ძალიან კარგი გარემოა და მიყვარს აქ ჩამოსვლა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს დავბრუნდები".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბაია პატარაიამ და ნინო ლომჯარიამ აკრძალა ფინალის ჩვენება
გიგი
21:14 19-02-2022
12
ჩვენი ტელევიზია ალბათ საქმის კურსში არ არის თუ რამდენი ემიგრანტი ცხოვრბს საზღვარგარეთ, ყველა თამაშს ბლოკავენ სატელიტზე. გვითხრან რამდენია გადასახადი და გადავიხდით . არა და მთავრობას მოსთხოვონ დანამატი, ბლოკავენ ყველა თამაშს . ეხლა რუსებს ვეთამაშებით რაგბის , ოხრათ მრჩება სატელიტი ანტენა, ეგენი მაინც და ბლოკავენ . ნამუსი არა აქვთ , მილონზე მეტი ქართველი ქომაგი ფეხზე კიდიათ. რო კითხო დიდი პატრიოტები არიან . ფულის მონები !!!
გიორგი ვარშავიდან
21:00 19-02-2022
2

სიახლეები პოპულარული