სუპერამბავი დუბაიდან - ბასილაშვილს ძალიან გაუმართლა

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს დუბაის ტურნირზე ბადე საკმაოდ გაუმარტივდა.

საქმე იმაშია, რომ ის პირველ წრეში პლანეტის მე-9 ნომერ ფელიქს-ოჟე ალიასიმს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა კანადელმა დუბაიში ჩასვლაზე უარი განაცხადა და დასვენება გადაწყვიტა.

შესაბამისად, ჩვენებურის მეტოქე კვალიფიკაციის იღბლიანი დამარცხებული იქნება. ის კი მსოფლიოს 66-ე ნომერი ავსტრალიელი ალექს პოპირინია, რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს.

წესით, ნიკოლოზს ამ ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს, თანაც ის მეტოქეს ერთხელ უკვე შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.

თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ბასილაშვილი 1/8-ფინალში გერმანელ შტრუფსა და ლიეტუველ რიკარდას
ბერანკისს შორის უკეთესს დაუპირისპირდება. ამ ორივე ჩოგბურთელთანაც ის უდავო ფავორიტი იქნება.

1/4-ფინალში კი ნიკას უკვე გაცილებით რთული მეტოქე ეყოლება. ის პოლონელი ჰუბერტ ჰურკაცი ან კანადელი დენის შაპოვალოვი შეიძლება იყოს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგას უთხარით რომ თამაშის წინ გამოიძინოს ხოლმე, ტიპი არ დარბის კორტზე, დადის ტოო. ასეთი არაფერი მინახავს. იმენა დადის რა. კაცს მისი საქმე ასე ეზარებოდეს, არ მინახავს. გეგონება ძალით თამაშობსო.რა სჭირს ასეთი. კაი კუში ქონდა ალბად პოპირინს

აოიე
20:48 22-02-2022
6
გაუმართლა არა? :) ცოტა ფრთხილად იყავით ხოლმე სანამ წინასწარ იზეიმებთ და აზეიმებთ ხალხს
Thanks
19:38 22-02-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული