საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს დუბაის ტურნირზე ბადე საკმაოდ გაუმარტივდა.
საქმე იმაშია, რომ ის პირველ წრეში პლანეტის მე-9 ნომერ ფელიქს-ოჟე ალიასიმს უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა კანადელმა დუბაიში ჩასვლაზე უარი განაცხადა და დასვენება გადაწყვიტა.
შესაბამისად, ჩვენებურის მეტოქე კვალიფიკაციის იღბლიანი დამარცხებული იქნება. ის კი მსოფლიოს 66-ე ნომერი ავსტრალიელი ალექს პოპირინია, რომელიც ძალიან ცუდ სეზონს ატარებს.
წესით, ნიკოლოზს ამ ბარიერის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს, თანაც ის მეტოქეს ერთხელ უკვე შეხვდა და დამაჯერებლად მოუგო.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ბასილაშვილი 1/8-ფინალში გერმანელ შტრუფსა და ლიეტუველ რიკარდას
ბერანკისს შორის უკეთესს დაუპირისპირდება. ამ ორივე ჩოგბურთელთანაც ის უდავო ფავორიტი იქნება.
1/4-ფინალში კი ნიკას უკვე გაცილებით რთული მეტოქე ეყოლება. ის პოლონელი ჰუბერტ ჰურკაცი ან კანადელი დენის შაპოვალოვი შეიძლება იყოს.