"ქვებიც რომ მესროლონ, უნდა ვაჩვენო, რომ მშვიდობის მომხრე ვარ და არა აგრესიის..." - რუბლევმა ხმა აიმაღლა

AutoSharing Option
რუსმა ანდრეი რუბლევმა (7) დუბაის 500-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში მაკენზი მაკდონალდთან (61) გამარჯვების (2:6 6:3 6:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე მშვიდობასა და ერთიანობაზე ისაუბრა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ჩოგბურთელმა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ზემოხსენებული ქვეყნების 2 წარმომადგენელი ერთმანეთს ეხუტება, მოგვიანებით კი, მატჩის შემდეგ, განაცხადა, რომ ყველაფერზე საუბარი მისთვის რთულია.

"ამ მომენტში ჩვენ ყველა ვაანალიზებთ, რომ ჩემი მატჩი მნიშვნელოვანი არ არის. როგორ შემიძლია ვიფიქრო ამ შეხვედრაზე? რაც დღეს ხდება, საშინელებაა. ჩვენ ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა მსოფლიოში,
რამდენად საჭიროა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ, ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი" - განაცხადა ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანმა.

ასევე, რუსმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ.

"იმის გამო, რომ რუსი ვარ, ადამიანები შეურაცხყოფას ხშირად მაყენებენ. ეს არაა მათგან სწორად შერჩეული გზა... მე ამაზე რეაგირება არ შემიძლია, რადგან მომიწევს ისევე მოვიქცე, როგორც მე მომექცნენ. თუ მშვიდობა მინდა, მაშინ ამაზე რეაგირება არ უნდა მქონდეს. ქვებიც რომ მესროლონ, უნდა ვაჩვენო, რომ მშვიდობის მომხრე ვარ და არა აგრესიის" - განაცხადა ანდრეიმ.

რაც შეეხება დუბაის ტურნირს, ანდრეი ნახევარფინალურ შეხვედრას პოლონელ ჰუმბერ ჰურკაჩის (11) წინააღმდეგ დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე ჩაატარებს.

მომზადებულია france24-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული