"ბასილა" ინდიან უელსის ტურნირს ძლიერი მოწინააღმდეგით იწყებს

AutoSharing Option
ხვალ, 12 მარტს, ინდიან უელსის 1000-ქულიან ტურნირში ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) ჩაერთვება.

აღნიშნული გათამაშების ვიცე-ჩემპიონი იტალიელ ფაბიო ფონისის (36) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ესპანელი პაბლო ანდუხარი (69) 3:6 6:3 6:3 დაამარცხა.

ნიკოლოზი ფაბიოს 2021 წელს ცინცინატში დაუპირისპირდა და 6:7 3:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, 2021 წელს ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალში კამერონ ნორისთან 6:3 4:6 1:6 დამარცხდა...

რაც შეეხება ქართულ-იტალიურ დაპირისპირებას, შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯობია ძლიერით დაიწყოს, რამდენჯერაც ვითომ სუსტი შეხვდა, წააგო.
ისე, არც ფონინია ამჟამად ძლიერი
ჯალა
12:29 11-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული