ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის 1000-ქულიანი ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე გასული წლის ფინალისტები, ნიკოლოზ ბასილაშვილი (18) და კამერონ ნორი (12) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ბრიტანელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 3:6 6:3 6:1 დასრულდა.
სამწუხაროდ, მატჩი ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორიც ჩვენთვის დასანანი წინა წლის ფინალი გამოდგა. ნიკამ პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ მოიგო (საკუთარი ერთხელ დათმო) და დაწინაურდა. მეორე სეტში კამერონმა ჩვენებურის ჩაწოდება 2-ჯერ მოიგო, მე-3 სეტში კი მატჩის სადავეები ხელთ უკვე ბრიტანელმა იგდო და "ბასილამაც" ვეღარაფერი დაუპირისპირა.
ამრიგად, საქართველოს პირველი ნომერი 2022 წლის ინდიან უელსის
გათამაშებას გამოეთიშა, ნორი კი 1/8-ფინალში გავიდა, სადაც 43-ე ნომრად განთესილ ჯენსონ ბრუკსბის შეხვდება.