ესპანეთის მეფემ, ფილიპე IV-მ, მაიამის მასტერსის 18 წლის ჩემპიონ კარლოს ალკარასს ბრწყინვალე გამარჯვება მიულოცა.
"საოცარია, როდესაც ესპანეთის მეფე გირეკავს. სიმართლე გითხრათ, თამაშზე მეტად მაშინ ვინერვიულე. სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნის მეფე ყოველდღიურ შრომას გიფასებს და გამარჯვებას გილოცავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ის დამირეკავდა (იცინის)" - განაცხადა კარლოსმა.
შეგახსენებთ, თინეიჯერმა ნორვეგიელი კასპერ რუდი ორ სეტში 7:5 6:4 დაამარცხა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით