"როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება..." - ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს სპორტსმენებს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა.

"მე ომის წინააღმდეგი ყოველთვის ვარ. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს, ბავშვობიდან მოყოლებული ამ საკითხზე ტრავმა მაქვს. კარგად მახსოვს, 1999 წელს რაც სერბეთში მოხდა და განვიცდი... ბალკანეთში უამრავი ომი იყო...

მიუხედავად ამისა, უიმბლდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი სპორტსმენების ბრალი არაა. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება" - განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის გათამაშებაში ბელორუს და რუს ათლეტებს
არ დაუშვებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 27 /
ნოლეე, კაცი ხარ! ამ გამოპროპაგანდებულ სამყაროში, სადაც ეს გამოპროპაგანდებულები ფაქტიურად გიზღუდავენ თავისუფალ, მოაზროვნე ადამიანს სიტყვის თავისუფლებას, ხმის ამოღება გმირობის ტოლფასია.
odala
21 აპრილი 2022 19:38
20
რუსი სპორცმენები არ იყო z-ნიშნით რო გამოვიდა შეჯიბრებაზე? ან მეორე ფაშისტური ჟესტი რო გამოიყენა?ასე რომ დიდი განსხვავება არ არის მთავრობასა მოსახლეობას შორის
მარი
21 აპრილი 2022 19:20
5
ხო კიდევ ძვირფასო ნოვაკ, ზუსტად ეგ რუსი სპორტსმენები არიან ზ ასოებით რომ პროვოკაციობენ, იმ ზ ასოებით რომელიც იმ ტანკების სიმბოლოა რითაც უკრაინელ ხალხს ხოცავენ და ქვეყანას მიწასთან ასწორებენ!!! თურმე სპორტი გამიჯნული ყოფილა პოლიტიკისგან
PIRLO
21 აპრილი 2022 18:02
4
ნოვაკ გაჩერდი რა, იმ ხალხის სიყვარულიც არ დაკარგო რაც კი გიგროვებია კარიეის მანძილზე.... მთელი მსოფლიო გაერთიანებულია რომ იქნებ როგორმე რუსეთი გააჩეროს და უკრაინელების გენოციდი დასრულდეს, დიახაც ყველა ხელთ აღებული რესურსი უნდა გამოიყენო.... ამას ჯობია დაგმო რუსეთის ქმედება ერთხელაც რომ არ დაგიგმია, ომი ცუდიაო მასე კი არა, რუსეთის ვანდალიზმია ცუდი აი ასე უნდა დაგმო ვითომ მაგ სიტყვებით რომ არც მწვადს წვავ და არც შამფურს!!! ხო კიდევ შენ თუ მართლა გჯერა დღემდე რომ სპორტი გამიჯნულია პოლიტიკისგან მალადეც შენ. ერთი მუსიკა და ხელოვნებაა გამიჯნული ( ჯერ ევროვიზია ავიღოთ სუფთა პოლიტიკური კონკურსია) და მეორე სპორტია გამიჯნული პოლიტიკისგან!!! შენ თუ თავს იტყუებ ხალხს ვერ მოატყუებ
PIRLO
21 აპრილი 2022 17:58
7
არც აქამდე მომწონდა ნოვაკი და ამის შემდეგ ხო საერთოდ, აქ პოლიტიკის და სპორტის არევაში არ არის საქმე, უბრალოდ ყველა ფენას უნდა შეეხოს ის რასაც რუსი აკეთებს უკრაინაში რომ როგორმე თავისივე ხალხი წავიდეს პუტინის წინააღმდეგ, ჩოგბურთელებს ზოგადად ინტელექტი სხვა სპორტსმენებზე მეტი აქვთ, მაგრამ ეტყობა ეს გამონაკლისია
მამუკა
21 აპრილი 2022 16:34
21
ჭურში ზიხართ და რასაც სოროსულ-მასონური პროპაგანდა ჩაგძახებთ იმას გაჰყვირიხართ. ასეთი ბნელი თაობა ჯერ არ ჰყოლია საცოდავ ჩვენ ქვეყანას.
შოდა
21 აპრილი 2022 20:29
13
არ ეგ დისლაიქები ჩოგბურთელების ზოგად ინტელექტზეა უფრო. არაფრით განსხვავებულები არ არიან. უბრალოდ სპორტია ასე წოდებული სამეფო სპორტად და ამიტომ წარმოგიდგენია ასე.
Geo_Dinamo
21 აპრილი 2022 19:26
0
ყველა გამოხმაურება
მაგ ლოგიკით ჩემო ნოვაკ არც იმ უდანაშაულო მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკასთან შეხება, რომლებიც ათასობით იღუპება უკრაინაში. მგონი ერთადერთი ვინც ომი დაგმო რუბლევი იყო. უიმბლდონიდან მოხსნის მწუხარება არაფერია იმასთან შედარებით რასაც უკრაინის მილიონიბით მოქალაქე განიცდის. ასე, რომ არაფერი სჭირთ შესაცოდი მედვედევს და მისნაირებს.
H
21 აპრილი 2022 16:16
8
რა ნამუსით უნდა ითამაშონ, დაიმარჯვონ და დატკბნენ ცხოვრებით როცა მათი ქვეყანა სიცოცხლეს აქრობს უკრაინაში? უკრაინელმა სპორტსმენებმა მოითმინონ და თუ ვინმე გადარჩა იმან მიიღოს რამოდენიმე წელში შეჯიბრებაში მონაწილეობა? პოლიტიკა და სპორტზე რომ ლაპარაკობ ზუსტად მაგ უბრალო ხალხმა უნდა იგრძნოს დისკომფორტი, ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც მიათი მთავრობა სხვა ქვეყნებს უქმნის. მათ უნდა უთხრან მთავრობა რომ ასე არ მოსწონთ და სხვაგვარი ცხოვრების წესის დროა, საზღვრებს გარეთ ომები უდა დასრულდეს და საკუთარი ქვეყნის საზღვრებში უნდა შექმნან კარგი ცხოვრება.
Grisha
21 აპრილი 2022 15:04
7
ჩამოდი და მერად აგირჩევთ
ნიკ
21 აპრილი 2022 14:21
7
ჩვეულებრივ გაგრძელდეს სპორტი, კულტურა, ეკონომიკა და ცხოვრება, როცა ბავშვები და უდანაშაულო ხალხი იხოცება? მაშინ გამოქვაბულებში დავბრუნდეთ. ვერც გავიგებთ სად რა ხდება, ვინ ვის კლავს. ამან კიდევ ჩოგბურთი ითამაშოს იმ პაპუასებთან და კაციჭამიებთან.
G.LA
21 აპრილი 2022 14:17
7
შენც რუსი ხარ, ოღონდ ბალკანელი.
კოტე ბრეგვაძე
21 აპრილი 2022 14:14
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული