[PREVIEW] "ბასილა" ტიტულის დაცვას მიუნხენში იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს, მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ნიკოლოზ ბასილაშვილი (20) თავის პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ბელარუსი ილია ივაშკა (44) იქნება.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში ერთხელ, 2014 წელს, ყაზახეთში, ასტანის ტურნირზე შეხვდნენ და ჩვენებურმა 6:5 7:6 იმარჯვა.

მოგეხსენებათ, ნიკა ცუდ ფორმაშია, ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა (იქაც ფაბიო ფონინი კორტზე ვერ გამოვიდა), თუმცა, როდესაც საქმე ტიტულის დაცვაზე მიდის, "ბასილას" თამაში ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა (ჰამბურგის ტურნირის ზედიზედ 2-ჯერ მოგება).

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, შეხვედრა თბილისის დროით 16:20
საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული