BMW Munich Open-ის 1/8-ფინალში ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (20), რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო, ბელარუს ილია ივაშკას (44) 3:6, 6:2, 6:4 სძლია.
მატჩი საათსა და 54 წუთს გაგრძელდა.
ბასილაშვილი 29 აპრილს, მესამე წრეში, სერბ მიომირ კეცმანოვიჩს (38) დაუპირისპირდება, რომელმაც გერმანელი დანიელ ალტმაირი (67) ორ სეტში დაამარცხა - 6:2, 6:4.
ბასილაშვილი კეცმანოვიჩს არასოდეს შეხვედრია.