მადრიდის მასტერსის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (27) ესპანელ კარლოს ალკარასთან (9), რომელიც ხვალ 19 წლის გახდება, საათსა და 23 წუთში 3:6, 5:7 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი პირველ სეტში 3:1, ხოლო მეორეში 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ორივე წააგო.
ბასილაშვილი ალკარასთან გასულ წელს როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა და ამჯერადაც ვერ მოუგო ვერც ერთი სეტი.
ბასილაშვილმა პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინის ორ სეტში სძლია.
ალკარასი მერვედფინალში ამერიკელ ჯონ ისნერსა (23) და ბრიტანელ ქემერონ ნორის (11) შორის გამარჯვებულს შეხვდება.