ბასილაშვილი ალკარასთან ორ სეტში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის მასტერსის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (27) ესპანელ კარლოს ალკარასთან (9), რომელიც ხვალ 19 წლის გახდება, საათსა და 23 წუთში 3:6, 5:7 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი პირველ სეტში 3:1, ხოლო მეორეში 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ორივე წააგო.

ბასილაშვილი ალკარასთან გასულ წელს როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა და ამჯერადაც ვერ მოუგო ვერც ერთი სეტი.

ბასილაშვილმა პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინის ორ სეტში სძლია.

ალკარასი მერვედფინალში ამერიკელ ჯონ ისნერსა (23) და ბრიტანელ ქემერონ ნორის (11) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ალკარასს რა მოუგებს გრუნტზე? ახალ ნადალს ეძახიან ტიპს.
ixvi
03:58 04-05-2022
3
რატო ვიცით ქართველებმა ესეთი გამართლებები რას ეძახიან მაგას არანაირი მნიშვნელოვა არ აქ ჯოკოვიჩის წლევანდელი სეზონიც კმარა თან ალკარასმა მონტე ~კარლო პირველივე რაუბდსი წააგო და არაფერია თითქოს არ შეიძლევა თამასი იმან კი არ მოიგო თვითონ ნიკამ წააგო 2ვე სეტი 1-3დან 6-3 წაგებას მოხერხება უნდა და სეტზე რო აწვდი საკუთარ 2 ჩაწოდებას რო წაგეებ მაგას 100ჯერ მეტი მოხერხება უნდა
ნოდო
07:23 04-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული