ATP რეიტინგის სერბმა ლიდერმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურში ძალების ბალანსი შეაფასა.
"ყველანაირი სიტუაციის გათვალისწინებით, წელს მადრიდის ღია პირველობაზე ნახევარფინალში გასვლას მეტად ვაფასებ. მოტივირებული ვარ და მზად ვარ ახალგაზრდა ვარსკვლავებს ბოლომდე ვებრძოლო. რა თქმა უნდა, თაობათა ცვლა დაიწყო, თუმცა "მოხუცები" ჯერ კიდევ ადგილზე ვართ. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს და შეგვიძლია თინეიჯერები კორტზე დავამარცხოთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ვითამაშებ იქამდე, სანამ სიამოვნებას მივიღებ" - განაცხადა სერბმა.
შეგახსენებთ, ნახევარფინალში ნოვაკი 19 წლის ესპანელ კარლოს ალკარას გარფიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Championat-ის
მიხედვით