19 წლის ესპანელის ზღაპარი გრძელდება - ნადალის შემდეგ ჯოკოვიჩიც დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის 1000-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში 19 წლის კარლოს ალკარას გარფიამ (9) სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) 6:7 7:5 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

1-ელ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ნოვაკმა 7:5 იმარჯვა.

მეორე სეტში ესპანელმა მეტოქის ჩაწოდება მე-12 გეიმში მოიგო, დისაიდერში პირველი სეტის მსგავსად საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც თინეიჯერმა 7:5 მოიგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, გარფიამ მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი (4) დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალს, ესპანელის მეტოქე სტეფანოს ციციპასსა (5) და ალექსანდრ ზვერევს (3) შორის შეხვედრაში გაირკვევა. მატჩი თბილისის დროით 23:00
საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სასწაული თამაში იყო. მიუხედავად იმისა რომ ჯოკოვიჩს ვგულშემატკივრობ, იმდენად კარგად ითამაშა ამ პატარა ბიჭმა რომ გული ვერ დამწყდა:) მომავალი პირველი ჩოგანია
ბექა
23:00 07-05-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული