მადრიდის 1000-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში 19 წლის კარლოს ალკარას გარფიამ (9) სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) 6:7 7:5 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
1-ელ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, ტაი-ბრეიკზე კი ნოვაკმა 7:5 იმარჯვა.
მეორე სეტში ესპანელმა მეტოქის ჩაწოდება მე-12 გეიმში მოიგო, დისაიდერში პირველი სეტის მსგავსად საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც თინეიჯერმა 7:5 მოიგო და ფინალის საგზურიც მოიპოვა.
შეგახსენებთ, გარფიამ მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი (4) დაამარცხა.
რაც შეეხება ფინალს, ესპანელის მეტოქე სტეფანოს ციციპასსა (5) და ალექსანდრ ზვერევს (3) შორის შეხვედრაში გაირკვევა. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.