შეუჩერებელი კარლოსი - ალკარასმა ზვერევს უშანსოდ მოუგო და მადრიდის მასტერსის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის მასტერსის გამარჯვებული ესპანელი თინეიჯერი კარლოს ალკარას-გარფია გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს მე-3 ნომერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, ორ სეტში 6:3 6:1 დაამარცხა. 

19 წლის თინეიჯერმა კარიერაში მეორე მასტერსი მოიგო. მან აქამდე ინდიან უელსის კორტებზე იჩემპიონა. მან ამ გამარჯვებით 1,041,570 ევრო გამოიმუშავა და რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა. ამჟამად ის მსოფლიოს მე-6 ნომერია. 

ალკარასი დავიდ ნალბანდიანის შემდეგ გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ ტურნირზე ტოპ 3-ის წარმომადგენელი ჩოგბურთელები დაამარცხა. მოგეხსენებათ, გარფიამ ნადალს, ჯოკოვიჩსა და ზვერევს მოუგო.

მსგავსი მიღწევა 2007 წელს სწორედ მადრიდის კორტებზე
დავიდ ნალბანდიანს ჰქონდა. არგენტინელმა მაშინ როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს აჯობა. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი (28) გამარჯვება სწორედ ესპანელს აქვს. მეორე ადგილზე 27 მოგებით ბერძენი სტეფანოს ციციპასია, მესამეზე კი 25 წარმატებული მატჩით - რუსი ანდრეი რუბლევი.

ალკარასი 19 წლის ასაკში გახდა მეორე ახალგაზრდა ჩემპიონი, რომელმაც ყველაზე ადრეულ ასაკში მოიგო ორი მასტერსი. აქამდე ეს რაფაელ ნადალმა გააკეთა, რომელმაც 18 წლის ასაკში 2005 წელს მონტე-კარლოსა და რომის მასტერსების თასი აღმართა.

გარფია ზეგიდან რომის მასტერსზე იასპარეზებს, სადაც ის მეორე წრეში ჩილელ კრისტიან გარინს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული