ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) რომის მასტერსის მეორე წრეში კანადელ დენის შაპოვალოვთან (16) საათსა და 42 წუთში 4:6, 6:7 დამარცხდა.
ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსს (33) ორ სეტში სძლია, შაპოვალოვთან კი კარიერაში პირველად წააგო და ახლა წყვილთა თანრიგში იასპარეზებს.
მერვედფინალში შაპოვალოვი რაფა ნადალსა და ჯონ ისნერს შორის გამარჯვებულს შეხვდება.