მორიგ დიდ სლემამდე - ბასილაშვილი შვეიცარიაშია და არგენტინელით იწყებს

AutoSharing Option
წლის მეორე დიდი სლემის, საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გასამართ 250-ქულიან ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას.

პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე არგენტინელი ფაკუნდო ბანისი იქნება, რომელსაც ერთხელ უიმბლდონზე დაუპირისპირდა და ადვილად, 3 სეტში იმარჯვა. 

იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამ ბარიერს დაძლევს, ის 1/8-ფინალში ესპანელ პაბლო ანდუხარსა და პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ტურნირზე საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები არიან ჩასული. პირველ ნომრად რუსი დანიილ მედვედევია განთესილი, შემდეგ კი კასპერ რუუდი და დენის შაპოვალოვი მოდიან.

ჟენევის ტურნირის საპრიზო ფონდი 534,555 ევროს
შეადგენს. გამარჯვებული 47,430 ევროს გამოიმუშავებს, ფინალისტი კი - 27,885-ს.

ბასილაშვილს შარშან ჟენევაში არ უთამაშია და თუ წელს წარმატებით იასპარეზა, ქულებს დააგროვებს და რეიტინგშიც წინ წაიწევს...

ნიკოლოზისა და ბანისის შეხვედრა ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი გოგოა.ალალი იყოს ხარჯები.
ჯუჯი
20:24 16-05-2022
1
ყველა ტურნირზე დაყვება ბასილაშვილს თავისი გერმანელი შეყვარებული და საინტერესოა ეხლა არ აქვს ფინანსური ხარჯები? თუ მარტო ქართველ ცოლებს და შეყვარებულს უნდა უკონტროლოთ ფინანსები და რუსები,უკრაინელები და გერმანელები აგულავოთ?არ იქცევით სწორად ქართველო ბიჭებო!
გიორგი
18:03 16-05-2022
12

სიახლეები პოპულარული