პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე არგენტინელი ფაკუნდო ბანისი იქნება, რომელსაც ერთხელ უიმბლდონზე დაუპირისპირდა და ადვილად, 3 სეტში იმარჯვა.
იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ამ ბარიერს დაძლევს, ის 1/8-ფინალში ესპანელ პაბლო ანდუხარსა და პორტუგალიელ ჟოაო სოუზას შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
ტურნირზე საკმაოდ ძლიერი ჩოგბურთელები არიან ჩასული. პირველ ნომრად რუსი დანიილ მედვედევია განთესილი, შემდეგ კი კასპერ რუუდი და დენის შაპოვალოვი მოდიან.
ჟენევის ტურნირის საპრიზო ფონდი 534,555 ევროს
ბასილაშვილს შარშან ჟენევაში არ უთამაშია და თუ წელს წარმატებით იასპარეზა, ქულებს დააგროვებს და რეიტინგშიც წინ წაიწევს...
ნიკოლოზისა და ბანისის შეხვედრა ხვალ გაიმართება.