ბასილაშვილის პარიზული გზა - ნიკას როლან გაროსზე კარგი ბადე აქვს და ამერიკელით იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის მეორე დიდი სლემის როლან გაროსის პირველ წრეში აშშ-ის წარმომადგენელ მაქსიმ კრესის დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენებური ამ ბარიერს დაძლევს, ის მეორე წრეში ასევე ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსა და კვალიფიკანტს შორის საუკეთესოს შეხვდება.

მომდევნო ეტაპი კი, რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნება, რადგან საწყისი ორი მატჩის მოგების შემთხვევაში ნიკას მეტოქე უკვე, სავარაუდოდ, პლანეტის მე-12 ნომერი, 20 წლის იტალიელი იანიკ სინერი იქნება. 

წლევანდელი როლან გაროსის საპრიზო ფონდი 43.6 მილიონი ევროა, ტურნირის გამარჯვებული კი 2.200.000 ევროს გამოიმუშავებს. 

შარშან
ბასილაშვილი პარიზის კორტებზე მე-2 წრეში ამომავალ ესპანელ ვარსკვლავ კარლოს ალკარას-გარფიასთან დამარცხდა და წელს თავისი შედეგის გაუმჯობესება ნამდვილად შეუძლია.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი თავის მომდევნო მეტოქეს, კარგი ჩაწოდების მქონე კრესის, გასულ წელს აშშ-ის ღია პირველობაზე უკვე დაუპირისპირდა და სამ სეტში ადვილად სძლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული