ახალი სპონსორი, Hugo Boss-ის ტურნირი - ბასილაშვილი დიდი ისტორიის მქონე ტურნირზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ შტუტგარტში (ბალახის საფარზე) გასამართ ტურნირზე იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდიც 692,235 ევროა.

პირველ წრეში ჩვენებურის მეტოქე იტალიელი ლორენცო მუსეტი იქნება, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 66-ე პოზიციას იკავებს.

გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზის მეტოქე ან ნიკ კირიოსი, ან ჯირი ლეჰეჩკა იქნება.

აღსანიშნავია, რომ შტუტგარტის ტურნირის სპონსორი 1979 წლიდან მოყოლებული "მერსედესი" იყო, თუმცა 2022 წლიდან ტურნირის Hugo Boss-ის სახით ახალი სპონსორი ჰყავს.

ბასილაშვილის მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
უცბათ არ დაბრდღვნას ყველაფერი
ირაკლი
17:59 05-06-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული