ნადალმა როლან გაროსი მეთოთხმეტედ მოიგო

AutoSharing Option
35 წლის ლეგენდარული ჩოგბურთელი, რაფა ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონია.

ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში კასპერ რუდი დამაჯერებლად, ანგარიშით 6:3 6:3 6:0 დაამარცხა.

რუდი პირველი ნორვეგიელი მამაკაცი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ფინალში იასპარეზა.

რაც შეეხება ნადალს, აღსანიშნავია, რომ ვეტერანი სპორტსმენი აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული მეთოთხმეტედ გახდა, ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ დიდი სლემის 22-ე ტურნირი მოიგო და უკანმდევ ჯოკოვიჩსა და ფედერერს ორით გადაასწრო.

ნადალმა კარიერაში პირველად მოახერხა, რომ მიჯრით ავსტრალიის ღია პირველობა და როლან გაროსი მოეგო. აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც
ესპანელმა საფრანეთის ღია პირველობაზე იჩემპიონა, იქამდე კი ვერცერთი თიხის ტურნირის გამარჯვებული ვერ გახდა.

ორშაბათიდან რაფა მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდება და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნადალი ლეგენდაა და იქნებ ფედერერს ჯობდეს კიდეც. თუმცა ჯოკოვიჩი ამ 2 ლეგენდაზე მაღლა დგას მაინც...ერთ ეპოქაში ასე ერთად და სამ ლეგენდას არასდროს უთამაშია...ამ სამეულიდან ნებისმიერი სხვა დროს რეკორდს რეკორდზე მოხსნიდა.თუმცა არც ეხლა აკლებენ.ყველა დროის საუკეთესო სამეულია უდავოდ..
კიეზა
07:46 06-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული