ბასილაშვილს შტუტგარტში მოგება წვიმამ არ აცალა

AutoSharing Option
შტუტგარტის ტურნირზე (საპრიზო ფონდი 692 235 ევრო) პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის (26) მატჩი იტალიელ ლორენცო მუზეტისთან (66) წვიმის გამო შეწყდა.

ბასილაშვილმა პირველი სეტი 7:5 მოიგო, მეორეს 4:2 იგებდა, მეშვიდე გეიმში 30:0 წინ იყო, მაგრამ ამინდის გამო შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

მატჩი 8 ივნისს განახლდება. გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი მეორე წრეში ავსტრალიელ ნიკ კირიოსს (78) შეხვდება, რომელმაც ჩეხი ჯირი ლეჰეჩკა (79) ორ სეტში დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
…მოიგოოო!!! წარმატებები ნიკა!!!
დათო
14:52 08-06-2022
0

სიახლეები პოპულარული