ბასილაშვილმა რუსი რუბლევი დაჯაბნა - ქართველი კორტზე დაფრინავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიაში, ჰალეს 500-ქულიან ტურნირზე, პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) რუს ალექსანდრ რუბლევს (8) დაუპირისპირდა და 7:6 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 26 წუთი მიმდინარეობდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკი გაცვალეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა რუსი 7:1 გაანადგურა და დაწინაურდა.

მეორე სეტში ნიკამ უპირატესობა მე-5 გეიმში მოიპოვა და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ "ბასილა" კორტზე შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მერვედფინალში ბასილაშვილი გერმანელ ოსკარ ოტესა (51) და სერბ მიომირ კეცმანოვიჩს (30) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველასთვის კარგად ნაცნობი პრობლემები, რომ არა დარწმუნებული ვარ ნიკა ტოპ ათში იქნებოდა. ეხლაც არ არის გვიანი მოინდომოს და ყველა დავინახავთ რმადენად მეტი შეუძლია ვიდრე ახლა.
აკო
14 ივნისი 2022 15:05
1
ნიკას ერთი ცუდი თვისება აქვს ჯერ გაგვახარებს,იმედს მოგვცემს და მერე თუ შეჯდა კახურ ვირზე უამრავ უნებლიე შეცდომას დაუშვებს და გულებს დაგვიხეთქავს.
თემო
14 ივნისი 2022 14:43
0
ყოჩაღ დიდი მადლობა ნიკო რომ იბრძოლე და რომ მოიგე. შენი ყოველთვის გვჯერა, სტაბილურად თუ არა სტაბილურად ყოველთვის შეგიძლია აფეთქება და თუნდაც ერთხელ რომელიმე დიდ ტურნირს თუ მოიგებ ეგეც ძალიან დიდი საქმე იქნება. მაგრამ მიზანი სტაბილურობა და პირველობა!!! აუცილებლად
Giji gulshematkivari
14 ივნისი 2022 10:19
0
1-ს
…გეთანხმებით, რომ ასეც ხდება!!! მაგრამ ასეთი რამ ნებისმირ ჩოგბურთელს მოსდის, გუშინ პირველმა ნომერმა მედვედევმა ფინალში ,255 -ე ჩოგანთან წააგო!!!
დათო
13 ივნისი 2022 22:20
2
…ჯოკოვიჩის წაგება გახსოვთ კარაცევთან ბელგრადში ???!!! მედვედევი მეც არ მიყვარს, მაგრამ მთელი საჩოგბურთო სამყარო აღიარებს მას და მისი შედეგები ამას ადასტურებს!!!
დათო
14 ივნისი 2022 10:46
1
პირველი არა კვახი ლევად ნაყიდი და ნაჩათ**** ხარი რო აქვთ ეგ პირველი ადგილი მაგ უნიჭო დეგენერატებს მაგათ მაგიტომაც ხია იმ 255 მა ნომერმა თორე როდის ყოფილა ისტორიაში ნამდვილ პირველ ნომერს ეგ მოსვლოდეს
Djoker. Nole
14 ივნისი 2022 10:08
4
შეიძლება ნებისმიერს მოუგოს, მაგრამ არასტაბილურია და შეიძლება ვიღაც დამწყებთან წააგოს
1
13 ივნისი 2022 18:01
5
…გეთანხმებით, ესეც ხდება!!! მაგრამ ასეთი რამ ნებისმირ ჩოგბურთელს მოსდის, გუშინ პირველმა ნომერმა მედვედევმა ,255 -ე ჩოგანთან წააგო!!!
დათო
13 ივნისი 2022 22:06
1
…ყოჩაღ ნიკა!!! ბალახზე ბრწყინვალედ ასპარეზობს!!! კირიოსთან და რუბლიოვთან კორტზე დაფრინავდა!!! მადლობა!!!
დათო
13 ივნისი 2022 17:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული