ბასილაშვილმა რუსი რუბლევი დაჯაბნა - ქართველი კორტზე დაფრინავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიაში, ჰალეს 500-ქულიან ტურნირზე, პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (25) რუს ალექსანდრ რუბლევს (8) დაუპირისპირდა და 7:6 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 26 წუთი მიმდინარეობდა.

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ორ-ორი ბრეიკი გაცვალეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა რუსი 7:1 გაანადგურა და დაწინაურდა.

მეორე სეტში ნიკამ უპირატესობა მე-5 გეიმში მოიპოვა და დაწყებული საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

აღსანიშნავია, რომ "ბასილა" კორტზე შესანიშნავად გამოიყურებოდა.

მერვედფინალში ბასილაშვილი გერმანელ ოსკარ ოტესა (51) და სერბ მიომირ კეცმანოვიჩს (30) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველასთვის კარგად ნაცნობი პრობლემები, რომ არა დარწმუნებული ვარ ნიკა ტოპ ათში იქნებოდა. ეხლაც არ არის გვიანი მოინდომოს და ყველა დავინახავთ რმადენად მეტი შეუძლია ვიდრე ახლა.
აკო
15:05 14-06-2022
1
ნიკას ერთი ცუდი თვისება აქვს ჯერ გაგვახარებს,იმედს მოგვცემს და მერე თუ შეჯდა კახურ ვირზე უამრავ უნებლიე შეცდომას დაუშვებს და გულებს დაგვიხეთქავს.
თემო
14:43 14-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული