ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 346-ე ნომერ ჩოგბურთელთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა თავის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური მარცხი განიცადა.

ჩვენებური მალიორკას ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველსავე შეხვედრაში მსოფლიოს 346-ე ნომერ, 23 წლის გერმანელ მატს როზენკრაცთან ორ ტაიბრეიკიან შეხვედრაში შესაბამისად - 6:7, 6:7 დამარცხდა. 

ჩოგბურთელებს თავისი მოწოდება არცერთხელ არ დაუკარგავთ. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ 22(!) ეისი მოაწოდა და 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ნიკოლოზის ანგარიშზე კი 8 ეისი და 4 ორმაგი მოდის. 

ამ მარცხის შემდეგ ახლა ნიკა ლონდონში ჩაფრინდება და წლის მესამე დიდ სლემზე, უიმბლდონზე იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
2 ათწლეულია ჩოგბურთს ვუყურებ და ნიკასნაირი ამოუცნობი და არასტაბილური ჩოგბურთელი არმინახავს. დღეს გამოვა მედვედევს მოუგებს და ხვალ 1750-ე ჩოგანთან უშანსოდ წააგებს. ეს ფაქტი ერთ რამეზე მიანიშნებს, ათეულის მოთამაშე შეუძლია გახდეს,მაგრამ კარგი ფსიქოლოგი და მოტივატორი სჭირდება
ქართველი
20:05 18-06-2022
0
ნიკა, ჩვენ ყველანი, ქართველები, შენს მარცხს და წარმატებებს ძალიან განვიცდით... რუბლევს, მსოფლიოში მე-8-ს საათნახევარში მოუგე, ახლა კი 346-ე გერმანელთან წააგე, ფაქტია ხოოო... მოკლეეედ, მე მგონი რაღაცაშია საქმე, და ეს ყველაფერი პირადად თქვენ და მწრთვნელებმა სეიოზულად უნდა გაანალიზოთ...ისე, ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესეებთ: ეს თქვენს ამჯამინდელ ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან და დეპრესიულ ფონთან არის დაკავშირებული... თქვენი წარმატება, საქართველოს წარმატებააა.... გფარავდეთ ლომისა...
გიორგი-50
18:27 18-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული