ბრავო! - ენდი მარი "უიმბლდონზე" გამომუშავებულ თანხას მთლიანად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავს!

AutoSharing Option
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ენდი მარიმ განაცხადა, რომ 2022 წლის "უიმბლდონზე" გამომუშავებულ თანხას მთლიანად რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავს.

"არსებობენ ოჯახები და ბავშვები, რომლებიც წავიდნენ ქვეყნიდან, ან ამას აპირებენ. არიან ოჯახები, რომელთა სახლები ბრძოლების დროს დაინგრა.

ვფიქრობ, ახლა იმის დროა, "უიმბლდონზე" ჩემო მთლიანი გამომუშავებული თანხა შემოწირულობას დავუთმო.ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მომცემს, რათა უფრო მეტი თამაში მოვიგო", - თქვა მარიმ.

"უიმბლდონი" 27 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქველმოქმედება კარგი საქციელია, მაგრამ როცა ვიმნეს უანგაროდ ეხმარები ამის რეკლამირება არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა დაეხმარო და მორჩა
მალხაზი
27 ივნისი 2022 20:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული