უიმბლდონის ტურნირზე წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (26), რომელმაც 36 წლის ჩეხ ლუკაშ როსოლს (280) ხუთ სეტში სძლია.
მატჩი 2 საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და წვიმის გამო ორჯერ შეწყდა.
მეორე წრეში ბასილაშვილი ფრანგ ქუენტინ ჰალისს (82) დაუპირისპირდება, რომელმაც თანამემამულე ბენუა პერი (73) ოთხ სეტში დაამარცხა.
ნიკოლოზი ჰალისს არასოდეს არ შეხვედრია.