"რუსული პასპორტის გამო მრცხვენოდა" - ძალამიძე ომსა და შეურაცხყოფაზე საუბრობს

AutoSharing Option
მსოფლიოს 45-ე ჩოგანი წყვილთა თანრიგში ნათელა ძალამიძე საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართული პასპორტი 6 წლის წინ მიიღო, მაგრამ სპორტული მოქალაქეობა მხოლოდ ივნისში შეიცვალა, რაც "უიმბლდონის" ტურნირზე ასპარეზობის უფლებას მისცემს.

"როდესაც მოქალაქეობის შეცვლა გადავწყვიტე, ველოდი, რომ დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. პროცესი "როლან გაროსის" ტურნირამდე დავიწყე, რათა "უიმბლდონამდე" მოსამზადებელი ტურნირები საქართველოს სახელით მეთამაშა".

მოსკოვში მცხოვრებმა სპორტსმენმა კომენტარი გააკეთა რუსი მოთამაშეების საერთაშორისო შეჯიბრებებზე არდაშვებაზე.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ რა ხდება უკრაინაში. ამის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. თავიდან ბევრი აგრესიული მესიჯი
მივიღე. ვცდილობ, კამათი არ დავიწყო, მაგრამ ჩვენ, ათლეტები, ვითარებაზე გავლენას ვერანაირად ვერ მოვახდენთ. არ მინდა გავამართლო ის, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ უსამართლობაა, რომ სპორტსმენები ცრურწმენების წინაშე დგანან.

თავიდან მრცხვენოდა, რომ ასეთი პასპორტი მქონდა, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე: კარგი ადამიანი ვარ, საიდან მაქვს ასეთი გრძნობები? ჩემი მიზნების მისაღწევად ბევრი ვიმუშავე. ახლა კი, სხვისი გადაწყვეტილების გამო ჩემი ცხოვრება და კარიერა უნდა დავივიწყო?"

ძალამიძის თქმით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეობა შეიცვალა, საქართველოდან შეურაცხყოფის მესიჯებს იღებს.

"ბევრი ფიქრობს, რომ ამას გამოვიყენებ მხოლოდ "უიმბლდონზე" სათამაშოდ და შემდეგ ისევ რუსეთში გავაგრძელებ ასპარეზობას, მაგრამ ეს ასე არ არის. მე მხოლოდ ნახევრად რუსი ვარ, ვატარებ ქართულ სახელს". - განაცხადა ძალამიძემ Deusche Welle-თან ინტერვიუში.

altწარმოშობით ქართველმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ მოქალაქეობა შეიცვალა და რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით იასპარეზებს


მკითხველის კომენტარები / 6 /
გამზრდელის ბრალია რომ ვერ ხვდება რას უწუნებენ.
ანდრი
29 ივნისი 2022 11:52
0
კეთილი იყოს შენი დაბრუნება. წარმატებები.
ქართველი
28 ივნისი 2022 23:58
2
მე პირადად ნათელასნაირი ხალხი უფრო მაღიზიანებს, ვიდრე ის ვინც რუსეთშია დაბადებულ-გაზრდილი და რუსეთისვე სახელით გამოდის. ფარისევლობა იზ ნოუ გუდ.
odala
28 ივნისი 2022 23:44
13
კეთილის იყოს შენი დაბრუნება სახლში
ილია
28 ივნისი 2022 21:26
7
ტიპიური მედროვე ყვარყვარე თუთაბერი. უბრალოდ სამარცხვინოა.
რატი
28 ივნისი 2022 21:16
6
გრცხვენოდა რაც უკრაინელებს გაუკეთა პუტინმა თუ ქართველებს? კარგით რა ძალიან მოდად გადიქცა დღეს დაგმობა პუტინის როცა 2008 და 2014ის მერეც იგივეს გაკეთება შეიძლებოდა რც დიდი ალბათობით დღევანდელ სიტუაციას აგვაცილებდა
ნოდო
28 ივნისი 2022 20:47
4

სიახლეები პოპულარული