ბასილაშვილი "უიმბლდონის" მესამე წრეში დამარცხდა - ნიკოლოზმა ნიდერლანდელს სეტი ვერ მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის მესამე დიდ სლემს "უიმბლდონს" მესამე წრეში დაემშვიდობა. 

ჩვენებური ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან ვერაფერს გახდა და სამ სეტში 4:6, 3:6, 4:6 დამარცხდა. 

ნიკას ანგარიშზე 2 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ის ნიდერლანდელ ჩოგბურთელს კარიერაში პირველად შეხვდა. ბასილაშვილმა 2 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ექვსჯერ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი უიმბლდონის წყვილთა თანრიგში რადუ ალბოტთან ერთად მეორე წრეშია გასული.
მკითხველის კომენტარები / 14 /
…წყვილში ისევ მოიგეს!!! მესამე წრეში გავიდნენ!!!
დათო
18:31 02-07-2022
0
მოკლედ მაგის თამაშის ყურებას სვარკის ყურება ჯობია იმდენ უაზრო შეცდომას უშვებს.ნეტავ ქართველი არ იყოს ამდენ ნერვიულობას გადავრჩებოდით.
3

სიახლეები პოპულარული