ბასილაშვილი "უიმბლდონის" მესამე წრეში დამარცხდა - ნიკოლოზმა ნიდერლანდელს სეტი ვერ მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის მესამე დიდ სლემს "უიმბლდონს" მესამე წრეში დაემშვიდობა. 

ჩვენებური ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან ვერაფერს გახდა და სამ სეტში 4:6, 3:6, 4:6 დამარცხდა. 

ნიკას ანგარიშზე 2 ეისი და 8 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. ის ნიდერლანდელ ჩოგბურთელს კარიერაში პირველად შეხვდა. ბასილაშვილმა 2 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ექვსჯერ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი უიმბლდონის წყვილთა თანრიგში რადუ ალბოტთან ერთად მეორე წრეშია გასული.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბოლო ორი სეტი ვნახე, ალბათ ნიკას არ უნდოდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ასე თამაში არ შეიძლება
Idki
16:53 01-07-2022
0
ასეთი დონის ჩოგბურთელს ბევრად უკეთესი ჩაწოდება უნდა ჰქონდეს, სხვანაირად უიმბლდონზე წარმატებაზე ფიქრიც ზედმეტია. წარმატებები ნიკოლოზს.
0

სიახლეები პოპულარული