გამოძიების მიხედვით, მათ დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, რომელიც წარსულში ორივე მოთამაშის დამრიგებელი გახლდათ, მათ გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.
ZDF-მ ეს ინფორმაცია ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) საგამოძიო მასალებიდან მოიპოვა, რომელიც ხელში ზემოთ ნახსენებ ორ ჟურნალისტს ჩაუვარდათ.
კარაცევს ბრალად მინიმუმ 5 გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება, რომელზეც არანორმალურად დიდი ფსონები შევიდა.
რაც შეეხება ბასილაშვილს, მისი სავარაუდო გარიგებული მატჩების რაოდენობა არ
"იაციკი წლებია ჩართულია გარიგებული მატჩების სქემაში, მუშაობს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ საქმე რუსეთში/აღმოსავლეთ ევროპაში. მას ყოველთვის აქვს თან ბევრი ფული და ეძებს ახალგაზრდა ჩოგბურთელებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ და ფულით შეუძლია გადმოიბიროს.
"იაციკი მჭიდროდ თანამშრომლობდა კარაცევთან/ბასილაშვილთან, უყურებდა მათ წლების განმავლობაში. ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები დასაწყისში და ის თითოეულ მათგანს კრიტიკულ მომენტში მიუახლოვდა", - უყვება ZDF-ს მწვრთნელი აღმოსავლეთ ევროპიდან, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
იაციკი ბასილაშვილს 2013 წელს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა, კარაცევს კი 2018/21 წლებში მოძღვრავდა.