"იცოდა, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდათ" - ნიკა ისევ ეჭვმიტანილია... ბასილაშვილს გარიგებული მატჩების სანაცვლოდ ფულს ყოფილი მწვრთნელი აძლევდა?

AutoSharing Option
გერმანული ZDF-ის ჟურნალისტების, მარკუს ჰარმისა და იანიკ შნაიდერის გამოძიების შედეგად, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი და რუსი ასლან კარაცევი გარიგებულ მატჩებში არიან ეჭვმიტანილნი.

გამოძიების მიხედვით, მათ დაადგინეს, რომ სავარაუდოდ, ბელარუსი მწვრთნელი იაჰორ იაციკი, რომელიც წარსულში ორივე მოთამაშის დამრიგებელი გახლდათ, მათ გარიგებული მატჩების  სანაცვლოდ ფულს სთავაზობდა.

ZDF-მ ეს ინფორმაცია ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) საგამოძიო მასალებიდან მოიპოვა, რომელიც ხელში ზემოთ ნახსენებ ორ ჟურნალისტს ჩაუვარდათ. 

კარაცევს ბრალად მინიმუმ 5 გარიგებულ მატჩში მონაწილეობა ედება, რომელზეც არანორმალურად დიდი ფსონები შევიდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, მისი სავარაუდო გარიგებული მატჩების რაოდენობა არ
სახელდება, თუმცა ისიც ეჭვმიტანილთა შორისაა. 

"იაციკი წლებია ჩართულია გარიგებული მატჩების სქემაში, მუშაობს ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ საქმე რუსეთში/აღმოსავლეთ ევროპაში. მას ყოველთვის აქვს თან ბევრი ფული და ეძებს ახალგაზრდა ჩოგბურთელებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემები აქვთ და ფულით შეუძლია გადმოიბიროს.

"იაციკი მჭიდროდ თანამშრომლობდა კარაცევთან/ბასილაშვილთან, უყურებდა მათ წლების განმავლობაში. ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ ჰქონდათ ფინანსური პრობლემები დასაწყისში და ის თითოეულ მათგანს კრიტიკულ მომენტში მიუახლოვდა", - უყვება ZDF-ს მწვრთნელი აღმოსავლეთ ევროპიდან, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება. 

იაციკი ბასილაშვილს 2013 წელს 18 თვის განმავლობაში წვრთნიდა, კარაცევს კი 2018/21 წლებში მოძღვრავდა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ჯერ ერთი,არანაირი მტკიცებულება არ არის იმის,რომ ნიკოლოზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდა და მეორეც,რა თქვენი საქმეა წაგებაში აიღო ფული თუ მოგებაში. ჩოგბურთი არის ინდივიდუალური სპორტის სახეობა,სადაც მოთამაშე მარტო გადის სათამაშოდ,ხოდა უნდა მოიგებს და უნდა წააგებს. დიდი ფსონები მიიღესო,ხოდა ადამიანმა ისწავლოს ფიქრი,სანამ ითამაშებს და ჟურნალისტმა ისიც თქვას,რამდენი არის მოგების ალბათობა ამ დროს. ჟურნალისტი შეკვეთილ სტატიაში იღებს ფულს,მით უფრო საქართველო ყარს ამ მხრივ და მერე ეს ჟურნალისტი მორალს უკითხავს სხვას. საინტერესოა,ჯიკოვიჩის ჩახსნისთვის რამდენი აიღეს ამ ფედერაციაში? ჯერ დაპატიჟეს და მწვანე აუნთეს,ხოლო მერე დეპორტაცია გაუკეთეს.ვერ წარმოედგინათ რუსეთის მეხოტბე სერბს მოეგო სარეკორდო სლემები და ყველაფერს აკეთებენ მის შესაზღუდად. შეკვეთილი სტატია და კარგადაც იცით,რას ემსახურება ეს ყველაფერი
ორმაგი სტანდარტი
13 ივლისი 2022 06:39
1
ნუ დებთ ესეთ სტატიებს,რომელიც მოქმედებს გულშემატკივარზე, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და მითუმეტეს დღეს შეხვედრას მართავს
მიშა
12 ივლისი 2022 11:47
1
რომელი სამპრასი, აგასი, ბეკერი, ფედერერი ან ჯოკოვიჩია, მანდამაინც მას რომ ერჩოდნენ?! ადგნენ ერთ მშვენიერ დღეს გერმანელები და ბასილას გაშავება დაიწყეს?! თან, რომელიმე ტაბლოიდი კი არა, ZDF
ურაპატრიოტებს:
12 ივლისი 2022 10:42
4
მარტო ჩოგბურთში კი არ მოსულა ჩაწყობილი თამაშები, თითქმის სპორტის ყველა სახეობაში არის, ზოგი გამოაშკარავებულია და ზოგიც არა.
!!!
12 ივლისი 2022 08:11
1
დანამდვილებით თქმა მტკიცებულწბების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ მისი ზოგიერთი მარცხი ძალიან უცნაურად ჩანს, ისეთები აქვს წაგებული
ანესთეზეოლოგი
11 ივლისი 2022 19:39
22
ზოგადად ეს პრობლემა ყველა სპორტში არსებობს და ამას უცბად გამდიდრების მსურველი ბნელი ხალხი უწყობს ხელს. საქართველოში ყველანაირი აზარტული თამაშები უნდა აიკრძალოს ნარდი და დომინოს ჩათვლით, რადგან ემოციებს აყოლილი ხალხი ვართ ქართველები.რაც შეეხება ბასილაშვილს არც გამიკვირდება ასე რომ იყოს
დავით 67
11 ივლისი 2022 18:18
19
ბარემ დაესახელებინათ ვისთან და რომელი შეხვედრა ჰქონდათ გარიგებული.
???
11 ივლისი 2022 16:43
1
ნუ შეუკიკინეთ ნიკა ბასილაშვილს!
ვაახ!
11 ივლისი 2022 15:20
7
აქ მოყვანილი მასალებით რომ ვიმსჯელოთ,სრული ბოდვააა იმ რუსს მიწებებული ბასილა და აწყობილი სტატიაა,უნდა ვისწავლოთ გარჩევა,და რას ემსახურება ორშაბათს ამის დადება და მთელი კვირა თვალში გაჩხერა ეგ კიდე ცალკე თემაა..
მირო
11 ივლისი 2022 15:13
3
უბრალოდ დააკვირდით რა წერია. გერმანელი იდიოტი ჟურნალისტები ეყრდნობიან ITF-ის (საერთაშორისო ჩოგბურთის ასოციაცია) ინფორმაციას! უბრალოდ დაფიქრდით! ეს ასოციაცია არაფრად აგდებს ამ მასალებს, ხოლო ჟურნალისტები კი! უბრალოდ სენსაციის მოყვარული ჟურნალისტები არიან და მეტი არაფერი! ახალი ინფორმაცია არ აქვთ! მასალაც არ აქვთ და უბრალოდ რაღაცას ბოდიალობენ.
ნიკა! ამ კრეტინებს ყურადღება არ მიაქციო! ჩვენ გვიყვარხარ, გვჯერა შენი და წარმატებერბს გისურვებთ!
alexandre
11 ივლისი 2022 14:58
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული