"ვაქცინის გაკეთებას მაინც არ ვაპირებ" - ჯოკოვიჩს აუცრელობის გამო, დიდი ალბათობით, წლის ბოლო დიდ სლემს გამოატოვებინებენ

AutoSharing Option
2022 წლის "უიმბლდონის" ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს, დიდი ალბათობით, წლის ბოლო დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობის გამოტოვება მოუწევს.

როგორც იცით, სერბს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ აქვს გაკეთებული. ამიტომ მას აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა არ შეეძლება.

ნოვაკმა ლონდონურ კორტებზე ჩემპიონობის შემდეგ აღნიშნა, რომ აცრას არ აპირებს, მაგრამ იმედი აქვს, რომ რეგულაცია რაიმე ფორმით შეიცვლება და მას აშშ-ში თამაშის შესაძლებლობა ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა "უიმბლდონზე" 21-ე დიდი სლემი მოიგო და ახლა ის რაფაელ ნადალს მხოლოდ ერთი დიდი მუზარადის ტურნირით ჩამორჩება. სერბს ვაქცინის არგაკეთების გამო
წლის დასაწყისში 1 დიდი სლემის, ავსტრალიის ღია პირველობის გამოტოვება უკვე მოუწია.

რაც შეეხება US OPEN-ს, ის 29 აგვისტოს დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგრი კაცია ჯოკოვიჩი ! არ ემორჩილება სოროსის გეიტსის და ილონ მასკის ბანდიტებს !
zura222
17:36 12-07-2022
5
მოიგებს ის ##ოჭი ფხანია ნადალი და მაგის დელუზიური ფანები დაიწყებენ გოუთია გოუთიო
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული