გადაწყვეტილება მიღებულია - აუცრელ ჯოკოვიჩს US OPEN-ზე არ დაუშვებენ

AutoSharing Option
არავაქცინირებული სტატუსის გამო ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლის ბოლოს დიდ სლემს, US OPEN-საც გამოტოვებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნირზე მოასპარეზე ჩოგბურთელებისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არაა, ამერიკის ღია პირველობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი პატივს სცემენ აშშ-ის პოზიციას არავაქცინირებულ პირთა ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობასთან დაკავშირებით.

ამრიგად, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ნოვაკი კიდევ ერთ დიდ სლემს გამოტოვებს და 2022 წლის სეზონს 21 მოგებული დიდი მუზარადის ტურნირით დაასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ ჯოკოვიჩს US OPEN-ზე სამჯერ უჩემპიონია, 2011, 2015 და 2018 წლებში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თავის ნებაა რა! პროსტა იმსახურებს ნადალზე მეტი შლემი, რომ ქონდეს და ეგაა.
ისე ჩემთვის მაინც ფედერერია პირველი:)))
ზურა
00:14 22-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული