ბასილაშვილი უმაგის ტურნირიდან მოეხსნა - რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ქართველი ჩოგბურთელი?

AutoSharing Option
25 ივლისს ხორვატიის ქალაქ უმაგში 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი დაიწყება, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა ეასპარეზა.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი ჩოგანი აღნიშნული გათამაშებიდან მოეხსნა და დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ტრავმაა.

ჩვენებური დისკომფორტით, რომ თამაშობდა და თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა ჯერ კიდევ 12 ივლისს ბასშტადში ჩანდა, სადაც უგო გასტონთან მატჩი მე-2 სეტში შეწყვიტა.

ნიკა ჰამბურგში მაინც ჩავიდა და 19 ივლისს რუს ასლან კარატსევთან პირველი სეტი ბრძოლაში 4:6 დათმო, თუმცა მეორე პარტიაში 0:6 წააგო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს და აშკარად თვალშისაცემი იყო, რომ ბასილაშვილი ამ
დაპირისპირებაშიც თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა და მას აშკარად ტრავმა აქვს.

როგორც ჩანს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა გარკვეული პაუზის აღება გადაწყვიტა, რათა ტრავმა არ გაუმიზეზდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი გაუცდება ბასილაშვილს. ის სავარაუდოდ, კორტს აგვისტოში დაუბრუნდება, როდესაც ამერიკული და კანადური მასტერსები დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნორმალური მწვრთნელი და ექიმთა გუნდი სჭირდება ამბიციურ სპორტსმენს და არა უამბიციო ყომარბაზს. ტრამვიანი არ გადის კორტზე და ამხელა გზას არ გადის, ფული ღირს ეგ და მიტო
აოიე
27 ივლისი 2022 17:20
2
ეს კომენტარები იმაზე მეტყველებენ, რომ ბოღმიანი დოროყაშვილი არ ისვენებს!
გიორგი
24 ივლისი 2022 09:16
4
კარგი გადაწყვეტილებაა, ასე ჯობს, აბა ის არის კარგი სამარცხვინოდ რომ აგებს?! მოემზადება, ტრამვას მოირჩენს და შედეგიც ექნება.
Idki
24 ივლისი 2022 09:10
0
ამ კაცს გამხნევება და ჩვენი თანადგომა ჭირდება, ბევრი გადაიტანა.
ასე გონია მარტოა.
არა და მთელი საქართველო მასთან ვართ
თენგო
24 ივლისი 2022 06:47
2
რაღაცნაირი, უმარილო და უჯიგრო ტიპია
!!
23 ივლისი 2022 16:26
20
ბაბუცაა ჯიგრიანი.
ბ. დილანიშვილი
23 ივლისი 2022 21:39
2
იგულავე ნიკა ნაშებშიიი!!
სოსო
23 ივლისი 2022 15:45
17
არ დააცადოთ კაცს შეყვარებულთან ერთად დასვენება. რითია მოსამართლეებზე ნაკლები?)))
гуляй Николай
23 ივლისი 2022 13:23
11
თუ ტრამვა ქონდა რას გამოდიოდა.თუ სიამოვნებს ქართველების ნერვების დაწყვეტა,თანაც რუსოსთან 6-0 განადგურება.მოკლედ უჯიგრო კაცია.
სირცხვილია
23 ივლისი 2022 11:59
29
ბითაძე,მამუკელაშვილი,გიგა ჭიკაძე ყველა ბაშვობიდან არის წასული საქართველოდან,მაგრამ რაღაც დოზით ყველა ქართველობს!! ეს რაღაცნაირი უმარილო ტიპია,არასდროს ქართველობს,დევისსის თასზეც არ ეხმარება საკუთარ ქვეყანას!!!
ირაკლი
23 ივლისი 2022 13:10
22
მართლა სირცხვილია რასაც წერ. როცა შეუძლია ბოლომდე თამაშობს და არავის არაფერს უთმობს, პირიქით პიტბულივით ჯიგრიანია. თუ ტრამვა უშლის მაგრამ შეუძლია ითამაშოს, მიდოს და თამაშობს და საპრიზოს თანხას იღებს , თორემ სახლში ჯდომით არავინ გადაუხდის ფულს.
სირცხვილია-ს
23 ივლისი 2022 12:22
3
ექიმთა პროდესიონალთა გუნდი ყავს რას მიცეს ნება ჰამბურგის თამაშის ფაქტია ტრავმა მორჩენილი არ ქონდა ბაშტადში მიღებული
ნოდო
23 ივლისი 2022 10:52
4
…ნოვაკზე ან როჯერზე. რომ დაგეწერა მესმის!!! სად ყავს ნიკას პროფესიონალი ექიმთა გუნდი???!!! ნორმალური მწვრთნელი არ ყავს!!!
დათო
23 ივლისი 2022 12:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული