ნაომი ოსაკას ულამაზესმა კადრმა წლის ფოტოს ჯილდო დაიმსახურა

AutoSharing Option
Tennis-infinitს ცნობით, იაპონელი ჩოგბურთელის, ნაომი ოსაკას ავსტრალიის ღია პირველობაზე გადაღებული კადრი წლის ფოტოდ დასახელდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ფოტოზე ჩანს პატარა პეპელა, რომელიც ნაომისთან ახლოს მიფრინავს, ფოტოგრაფმა კი ამ ულამაზესი კადრის დაფიქსირება მოახერხა, კონკურსში ნომინაციაში სხვა კიდევ 7000-ი სურათი მონაწილეობდა, თუმცა იაპონელის მსგავსი კადრი მართლაც რომ უნიკალურია.

შეგახსენებთ, ოსაკა 2019 წელს კლასიფიკაციის ლიდერი იყო, თუმცა შემდეგ ჩააგდო გარკვეული პერიოდი და ახლა მე-40 პოზიციას იკავებს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
მშვენიერი ფოტოებია!ვიღაცის საყვარლებზე ჭორაობას,ეს არ სჯობია?!
სოსო
12:54 30-07-2022
0

სიახლეები პოპულარული