ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული შარლოტა ელენა იუბილარია. მან სოციალურ ქსელში არაერთი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ნიკოლოზის ძმის ცოლისგანაც:
"გილოცავ, შარლოტა, ძალიან მიყვარხარ" - წერს ის "ინსტაგრამზე".
ნიკოლოზი და შარლოტა ზაფხულის ცხელ დღეებს მეგობრებთან ერთად კუნძულ მალიორკაზე ატარებენ, ულამაზეს კადრებს კი გულშემატკივრებსაც უზიარებენ.
შეგახსენებთ, ბასილაშვილი მამაკაცთა თანრიგში 1380 ქულით 29-ე ადგილს იკავებს.