"ჩემით მანიპულირებდა, სურდა, რომ დავეკნინებინე" - რა განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე

AutoSharing Option
რო­დე­საც რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტი მოხ­დე­ბო­და, ბლო­კავ­და სა­ბან­კო ბა­რათს ჩემი დას­ჯის მიზ­ნით. ბევ­რჯერ წა­მიყ­ვა­ნია ბავ­შვი ექიმ­თან, მივ­სულ­ვარ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, და­მი­დია ბა­რა­თი და ვერ გა­და­მიხ­დია, - ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ის მოწ­მის სა­ხით იკი­თხე­ბა.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის თქმით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს სურ­და, მას ეხ­ვეწ­ნა, რომ ბლო­კი აეხ­სნა, რა­საც მისი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის და დაკ­ნი­ნე­ბის მიზ­ნით აკე­თებ­და.

“ნი­კო­ლო­ზი ჩე­მით მა­ნი­პუ­ლი­რებ­და. იმ დროს არ ვმუ­შა­ობ­დი და სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი იყო სა­ერ­თო. რო­დე­საც მოხ­დე­ბო­და რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქ­ტი, ბლო­კავ­და სა­ბან­კო ბა­რათს ჩემი
დას­ჯის მიზ­ნით. ბევ­რჯერ წა­მიყ­ვა­ნია ბავ­შვი ექიმ­თან, მივ­სულ­ვარ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, და­მი­დია “კარ­ტა” და ვერ ვიხ­დი­დი. ამას ხში­რი ად­გი­ლი ჰქონ­და და ჩემი მე­გობ­რე­ბიც შეს­წრე­ბი­ან. შემ­დეგ მი­წევ­და ამის ახ­სნა, რომ ბა­რა­თი იყო დაბ­ლო­კი­ლი. ნი­კო­ლოზს სურ­და შევხვეწებოდი 1-2 კვი­რა, რომ აეხ­სნა ბლო­კი. ამას აკე­თებ­და ჩემი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის მიზ­ნით, რომ და­ვეკ­ნი­ნე­ბი­ნე. ვცდი­ლობ­დი, მე­სეს­ხა ფული ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან ან მშობ­ლე­ბის­გან. ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და, რომ მეთ­ქვა, რა ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი ამის გამო. ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა იმ მო­მენ­ტში გტკი­ვა და მე­ო­რე დღეს შე­იძ­ლე­ბა აღარ გტკი­ო­დეს, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე შენს პი­როვ­ნე­ბას ეხე­ბა და არა­რა­ო­ბად გრძნობ თავს, მო­რა­ლუ­რად გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია”, - აღ­ნიშ­ნა ნეკა დო­რო­ყაშ­ვილ­მა.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ახალგაზრდა ქართველ სპორცმენებს ნიკა ბასილაშვილმა უნდა ჩაუტაროს ლექციები თემაზე: "ცრუ უმშვენიერესობა, ანუ უტვინო ნეკა დურაკაშვილის სინდრომი და როგორ ავიცილოთ ის თავიდან".
ქ. გ.
11:47 14-09-2022
4
ნელი! მოასვენე ეს ბიჭიიი! მთლად ანგელოზად კი ნუ მოგაქვს თავი, სახეზევე გეტყობა რა მტაცებელიც ხარ!
ნელი, ჩემ მტერს გადაეკიდე შენ!
12:48 14-09-2022
8

სიახლეები პოპულარული