ევრობაკეტზე გერმანია მე-3 ადგილს დაეუფლა, პოლონეთი ზღაპარი დასრულდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობაკეტის ფინალამდე მე-3 ადგილისთვის შეხვედრა გაიმართა.

გერმანიის ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირდა და კომფორტული სხვაობით 82:69 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კვლავაც საუკეთესო იყო დენის შროდერი, აწ უკვე "ლეიკერსის" კალათბურთელმა თავი 26 ქულით (7/10), 1 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

დენისს მხარი იოჰანეს ვოიტმანმა აუბა, რომელმაც გუნდს 14 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2-იც დაფარება შესძინა.

პოლონელების მხრიდან მიკალ სოკოლოვსკიმ 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

გერმანელებმა ბრინჯაოს მედლამდე შემდეგი გზა გაიარეს:

ჯგუფური ეტაპი
- მოგება საფრანგეთთან (76:63), ბოსნიათან (92:82), ლიეტუვასთან (109:107), უნგრეთთან (106:71), წააგეს სლოვენიასთან (80:88).

პლეი-ოფში დაამარცხეს მონტენეგრო (85:79) და საბერძნეთი (107:96), ნახევარფინალში ესპანეთთან (91:96).

რაც შეეხებათ პოლონელებს, თავისუფლად შეგვიძლია ისინი ტურნირის სენსაციად მოვნათლოთ.

ჯგუფური ეტაპი - მოგება ჩეხეთთან (99:84), ისრაელთან (85:76) და ნიდერლანდებთან (75:69), მარცხი ფინეთთან (59:89) და სერბეთთან (96:69).

პლეი-ოფში დაამარცხეს უკრაინა (94:86) და სლოვენია (90:87), ნახევარფინალში ფრანგებთან (54:95) განადგურდნენ.

შეგახსენებთ, ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე ესპანეთსა და საფრანგეთს შორის გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული