
- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
![საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა [VIDEO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/1ad4ffddb00deff7bcb2a300d59cf838.jpg)
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიამ ლატვია 81:79 დაამარცხა.
ლატვიამ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სამი მეოთხედი თანაბარი თამაში იყო. მეოთხე პერიოდში გერმანია წინ გაიჭრა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე 10 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლოს ლატვიელებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს. საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე დავის ბერტანსმა სამქულიანი ვერ ჩააგდო და ნახევარფინალში გერმანია გავიდა.
24 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არტურ ჟაგარი გახდა. გერმანელთაგან ფრანც ვაგნერმა 16 ქულა ჩააგდო.
ნახევარფინალში გერმანია აშშ-ს შეხვდება, რომელმაც იტალიას დამაჯერებლად სძლია (100:63).