მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ სერბეთი 83:77 დაამარცხა.
გერმანიამ ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა გაქცევას და პირველი ტაიმი ფრედ, 48:48 დასრულდა. დიდი შესვენების შემდეგ გერმანია უკეთ თამაშობდა და მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგო. ბოლო პერიოდში სერბეთმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება გერმანიას დარჩა.
28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დენის შრიოდერი გახდა, მისმა თანაგუნდელმა ფრანც ვაგნერმა
19 ქულა ჩააგდო (პლუს 7 მოხსნა და 2 პასი). სერბეთიდან 21 ქულა ალეკსა ავრამოვიჩმა ჩააგდო, 17 კი ბოგდან ბოგდანოვიჩმა.
28 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი დენის შრიოდერი გახდა, მისმა თანაგუნდელმა ფრანც ვაგნერმა