დასანანი მარცხი - ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ჩვენებური კორტების მასპინძელ არტურ რინდერკნეხთან ორ სეტში - 6:7, 3:6 დამარცხდა.

ნიკა პირველ სეტში ბრეიკით ჩამორჩებოდა, შემდეგ ჩაწოდებაც დაიბრუნა, 4 სეტპოინტიც მიიღო, თუმცა მეტოქის ჩაწოდებაზე და ფრანგმაც ყოველ ჯერზე კარგად მოაწოდა...

ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელის აქტივში მორიგი მარცხი ჩაიწერა... ბასილაშვილს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი აქვს და იქ არცერთ მათგანში სეტი არ მოუგია. სათქმელია ისიც, რომ იმ 1 მოგებულ შეხვედრაში მისმა მეტოქემ ზიზუ ბერგსმა თამაში შეწყვიტა, სადაც
ნიკოლოზი ბრეიქითა და სეტით ჩამორჩებოდა...
მკითხველის კომენტარები / 5 /
ობიექტური და სუბიექტური მიზეზ-გარემოებების გამო ამის ჩოგბურთი დამთავრებისკენ მიდის
სიმართლე
22:48 22-09-2022
0
თქვენ გავიწყდებათ,რომ ყველაფერთან ერთად ნიკა მალე 31 წლის გახდება.მართალია ეს ასაკი ჩოგბურთელისთვის არ არის კრიტიკული,მაგრამ დაღმავალია.
ჯუჯი
19:13 22-09-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული