დასანანი მარცხი - ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე 250-ქულიან ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ჩვენებური კორტების მასპინძელ არტურ რინდერკნეხთან ორ სეტში - 6:7, 3:6 დამარცხდა.

ნიკა პირველ სეტში ბრეიკით ჩამორჩებოდა, შემდეგ ჩაწოდებაც დაიბრუნა, 4 სეტპოინტიც მიიღო, თუმცა მეტოქის ჩაწოდებაზე და ფრანგმაც ყოველ ჯერზე კარგად მოაწოდა...

ამრიგად, ქართველი ჩოგბურთელის აქტივში მორიგი მარცხი ჩაიწერა... ბასილაშვილს ბოლო 8 მატჩში 7 მარცხი აქვს და იქ არცერთ მათგანში სეტი არ მოუგია. სათქმელია ისიც, რომ იმ 1 მოგებულ შეხვედრაში მისმა მეტოქემ ზიზუ ბერგსმა თამაში შეწყვიტა, სადაც
ნიკოლოზი ბრეიქითა და სეტით ჩამორჩებოდა...
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ჭირს ამ კაცს?! ფსიქოლოგი აიყვანე ნიკა, ან რაიმე უშველე თავს. კორტზე ყოველი შენი დამარცხება შენი ქომაგის მარცხი და გულისტკივილია, ამიტომ მეტი უნდა მოინდომო და გააკეთო!
Irakli
17:18 22-09-2022
0
ასეა, მთელი წელი გულშემატკივარს, კორტს და ჩოგანს ფეხზე რომ დაიკიდებ და შედეგად ერთ სეტსაც ვერ მოიგებ, მერე ძნელია ფორტუნა შენს სასარგებლოდ შემოაბრუნო. ატაროს დრო ახლა სხვადასხვა კურორტებზე. სამარცხვინოა ეს ყველაფერი.
Idki
18:34 22-09-2022
4

სიახლეები პოპულარული